ქართული პოკერის ისტორიაში პირველი ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა

AutoSharing Option
ქართული პოკერის ისტორიაში პირველი ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა. რეკორდული თანხა 258 000 ლარი კომპანია "ევროპაბეთის" პოკერრუმში ხუთმა მოთამაშემ მოიგო. ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს "ევროპაბეთმა" პრესკონფერენცია გამართა და ბედ-ბით ჯეკპოტის მოგებულებს წარმატება საზეიმო ვითარებაში მიულოცა.

ბედ-ბით ჯეკპოტისპირობების თანახმად, 258 000 ლარი ხუთ მოთამაშეზე განაწილდა: პირველ ადგილზე გასულმა დავით დეისაძემ 103,171 ლარი მოიგო, მეორე ადგილზე გასულმა შავლეგო გოგელიძემ კი - 51585 ლარი. დანარჩენი თანხა სამ მოთამაშეზე - გიორგი სანთელაძეზე, გიორგი სტეფანოვსა და ანდრეი მერკოდანოვზე გადანაწილდა.

კომპანიის დირექტორის გიორგი გედევანიშვილის განცხადებით, ევროპაბეთი პირველი პოკერრუმია
საქართველოში და იგი მომხმარებლებს მუდმივად სასიამოვნო და ინოვაციურ სიურპრიზებს სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი სიურპრიზი კი ოქტომბერში ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების წამოწყება იყო. "მოხარულები ვართ, რომ დაახლოებით 2 თვის ლოდინის შემდეგ ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა. საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი იყო 258 000 ლარის ოდენობით. ეს თანხა ამჯერად 5 მოგებულზე გადანაწილდა.

გათამაშება კვლავაც გრძლდება. ასე რომ, ჯეკპოტის მოგების შანსი ნებისმიერს აქვს ",- განაცხადა გიორგი გედევანიშვილმა.

ევროპაბეთის პოკერრუმში ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების მთავარი პირობის მიხედვით, კარეს კომბინაციამ უფრო მაღალ კომბინაციასთან უნდა წააგოს. დეტალური პირობები "ევროპაბეთის" ვებ-გვერდსა (www.europe-bet.com) და ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.

ევროპაბეთი წამყვანი გემბლინგ კომპანიაა. ონლაინ პოკერის გარდა, იგი მომხმარებლებს ონლაინ ნარდს, ონლაინ ტოტალიზატორსა და ონლაინ სამორინეს სხვადასხვა თამაშებს სთავაზობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული