"ასპრია ფიტნესი" - იყავი ფორმაში

AutoSharing Option
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი საკმაოდ აქტიურია, მაგრამ ამავე დროს, ფიზიკურად ნაკლებად დატვირთული.

დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან გვიწევს ჯდომა, ქუჩაში ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავადგილდებით, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ კი ფეხით სეირნობისთვის აღარც ენერგია გვრჩება და აღარც ენთუზიაზმი. არადა, შემდეგი დღისთვის ახალი ძალები, განწყობა და შემართება გვჭირდება.

გარდა ამისა, მოდუნებული ორგანიზმი დროთა განმავლობაში წლებს უფრო იოლად იმჩნევს, ზედმეტი წონით ვლინდება და ახალგაზრდობაც ერთი ხელის მოსმით ქრება. წინ კი მთელი ცხოვრებაა, რომელიც გინდა, ხალისით გაატარო.

ორგანიზმის მინიმალური, სწორი ფიზიკური დატვირთვა ადამიანს ეხმარება
ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, წონის კორექციას და ახალი დადებითი ემოციების, ენერგიის მოზღვავებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ დღეს მთელი თანამედროვე მსოფლიო ფიტნესს ირჩევს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლია ერთმანეთს სასარგებლო და სასიამოვნო შეუთავსო.

არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მიზეზი, რის გამოც ადამიანი და, პირველ რიგში, ქალი, ფიტნესით უნდა დაკავდეს. ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ: ფიტნესი გვეხმარება, გავთავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან და რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაში იდეალური ფიგურა დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ, მაშინ, როცა, ხანგრძლივი დიეტები დამღლელი, მტანჯველი და არაეფექტურია. ფიტნესის ინსტრუქტორი დაგეხმარებათ იმ კონკრეტული ვარჯიშების შერჩევაში, რაც ამა თუ იმ ნაკლის, ზედმეტობის კორექტირებას შეუწყობს ხელს.

ინდივიდუალურად შერჩეული ვარჯიშების კომპლექსი შედეგს უფრო ეფექტურს და იდეალურთან მიახლოებულს ხდის. რეგულარული ვარჯიშებიდან მოკლე ხანში თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ გუნება-განწყობილება, ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა გაგიუმჯობესდათ, ორგანიზმი უფრო ამტანი გახდა და ტონუსში ხართ.

ფიტნესი თვითშეფასებას ამაღლებს, ადამიანი უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახულია. ფიზიკური ვარჯიში, ორგანიზმის ზოგად გაჯანსაღებასთან ერთად, სქესობრივი ცხოვრების, ლტოლვის ნორმალიზებას, გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ფიტნესი ასევე სასარგებლოა ორსულებისთვის, როგორც დედის, ასევე მუცლადმყოფი პატარას ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. და კიდევ - იქ, სადაც სასიამოვნო გარემოა, ახალი დადებითი შთაბეჭდილებები გელით.

ფიტნესის ცენტრი "ასპრია" გამორჩეულია სერვისით და ტექნიკური შესაძლებლობებით. აქ მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს პროფესიონალური ტრენაჟორებით და მანქანა-მოწყობილობებით. აქვეა ფიტნესბარი, სადაც ნებისმიერ მსურველს ელის სხვადასხვა საკვები დანამატის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის, პროტეინშეიკი, ამინომჟავები და ა.შ.

"ასპრიაში" დაგეხმარებიან და სწორ მიმართულებას მოგცემენ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ დაგხვდებათ მეგობრული გარემო, სადაც თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობთ. ფიტნესცენტრი "ასპრია" გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

არჩილ იანვარაშვილი, ფიტნესცენტრი "ასპრიას" ფიტნესმენეჯერი - "ფიტნესცენტრი "ასპრია" მუშაობს 7 დღე კვირაში და 24 საათი დღე-ღამეში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივაც გამორჩეულები ვართ და ასეთი რამ საქართველოში უპრეცედენტოა. ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს, გვეწვიოს დღისა და კვირის მისთვის ხელსაყრელ დროს, ივარჯიშოს და მიიღოს სრული სერვისი, რომელსაც ჩვენი ცენტრი სთავაზობს. სერვისი კი მართლაც გამორჩეული გვაქვს, რადგან გვაქვს სავარჯიშო მოწყობილობები, რომელსაც ვერც ერთ სხვა ფიტნესცენტრში ვერ ნახავთ. ეს ახალი მოწყობილობები საკმაოდ შედეგიანად ამუშავებს სხეულის სხვადასხვა ჯგუფის კუნთებს.

ვურჩევ და მოვუწოდებ ყველა ასაკის ადამიანს ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოვრებისკენ. ნათქვამია, ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიაო და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ გამონათქვამს. მეტსაც გეტყვით, ჯანმრთელი ადამიანი ყოვლისშემძლეა! ასე რომ, ველოდებით ყველას. მობრძანდით, გაიმხნევეთ და გაიუმჯობესეთ მომავალი "ასპრიაში".

ჩვენი ფილიალები მდებარეობს საბურთალოზე საირმეზე და გლდანში, "ახმეტელის" მეტროსთან. სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა, რათა ჩვენი სტუმრებისთვის კიდევ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გავხადოთ ფიტნესცენტრით სარგებლობა.

ჩვენთან ხელსაყრელი ფასებია და გულწრფელად გვსურს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაში დავეხმაროთ".

მისამართები
საბურთალოს ფილიალი
ბურძგლას (ყოფილი შმიდტის) ქუჩა 74
0197, თბილისი

გლდანის ფილიალი
ბიზნესცენტრი "მარიამი"
მ. "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორია, 0167, თბილისი

ასპრია ფიტნესი
შპს "Fitness Company"
ელ-ფოსტა: info@aspria.ge
ტელეფონი: 222 22 38

ეწვიეთ ასპრია ფიტნესის ვებ-გვერდს www.aspria.ge

®
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული