"ისე მოხდა, რომ 31 დეკემბრამდე ბინის შეძენა ვერ მოვასწარი'' - მომხმარებლების რა მოთხოვნა გაითვალისწინა კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენმა'' საახალწლოდ

AutoSharing Option
სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ბუდაპეშტში" ბინის შეძენის მსურველებისთვის უპრეცედენტო აქციას აგრძელებს.

მართალია, აქცია, რომლის ფარგლებშიც კომპანია კლიენტებს გადახდის უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს, 2015 წლის 31 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული, თუმცა კლიენტების დაჟინებული მოთხოვნის გამო კომპანიის ხელმძღვანელობამ მისი გახანგრძლივება 30 იანვრამდე გადაწყვიტა.

ეფექტური და კლიენტზე მაქსიმალურად მორგებული აქციის გამო კომპანიის შეთავაზებას უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა.

სწორედ ამის გამო ნაწილმა აქციის ფარგლებში "მწვანე ბუდაპეშტის" საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა ვერ მოასწრო.

პოტენციური კლიენტი, 30 წლის: "აქციის დაანონსებისთანავე ბინის შეძენა "მწვანე ბუდაპეშტში" გადავწყვიტე. მანამდე
სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთანაც ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, თუმცა ჩემთვის სასურველ ვარიანტს ვერ ვპოულობდი. "მწვანე ბუდაპეშტს", სხვა საცხოვრებელი კომპლექსებისგან განსხვავებით, არაერთი უპირატესობა აქვს. მათ შორის, პირადად ჩემთვის ქალაქის ცენტრში შექმნილი მწვანე და ჯანსაღი გარემოა მნიშვნელოვანი.

წარმოიდგინეთ, კანდელაკის ქუჩაზე უზარმაზარი გამწვანებული ტერიტორია, ეს მართლაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა. თანაც კომპანია მობინადრეებს ბინებს ევროსტანდარტის დასრულებული რემონტით სთავაზობს.

მოკლედ, ამ ყველაფერს დამატებული უპრეცედენტო საახალწლო აქცია ჩემთვის მართლაც ოცნების ახდენის ტოლფასი გახლდათ. თანაც ვიცი, რომ ანალოგიური აქცია არც ერთ სხვა სამშენებლო კომპანიას არ აქვს. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ 31 დეკემბრამდე ბინის შეძენა ვერ მოვასწარი.

ბინის შეძენის სურვილი სხვა უამრავ ადამიანსაც გაუჩნდა, მაგრამ დროში ვერ ჩავეტიეთ. სწორედ ამიტომ კომპანიას არაერთხელ მივმართე თხოვნით, აქცია კიდევ რამდენიმე დღით გაეხანგრძლივებინათ. აღმოჩნდა, რომ ანალოგიური თხოვნით, ჩემ გარდა, სხვებმაც მიმართეს.

მიხარია, რომ "მაქრო ქონსთრაქშენმა" კლიენტების თხოვნა გაითვალისწინა და ახალ წელს ულამაზეს საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენით დავიწყებ".

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ "მწვანე ბუდაპეშტის" საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები ბინებში შესახლებას 2016 წლის სექტემბრის ნაცვლად, მაისში შეძლებენ.

აქციის ფარგლებში კი შესაძლებელია გადახდის სხვადასხვა ვადისა და სქემის არჩევა. მთლიანი ღირებულების ერთიანი დაფარვის შემთხვევაში, კლიენტი 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს ან სურვილის შემთხვევაში, უფასოდ გადაეცემა აივანი ან ავტოსადგომი.

არსებობს მეორე ვარიანტიც - ხუთწლიანი შიდა უპროცენტო განვადება, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეიძინოს ბინა პირველადი 30%-იანი შენატანით, დანარჩენი ღირებულება კი 5 წლის განმავლობაში, ყოველგვარი პროცენტის გარეშე გადაიხადოს.

"მწვანე ბუდაპეშტში" ბინის შეძენის მსურველებს კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" მესამე ვარიანტსაც სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი წინასწარი შენატანისგან თავისუფლდება.

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული