გუშინ რომში...

AutoSharing Option
2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარების შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება რომში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების შტაბ-ბინაში გუშინ გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა მოაწერეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ხსენებული ფესტივალის ჩატარების გადაწყვეტილება 27 ნოემბერს, ბელგრადში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული