პარალიმპიზმი: რუსეთი ისევ თამაშგარეთაა

AutoSharing Option
საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის დისკვალიფიკაციის გახანგრძლივებას, - განაცხადა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ ენდი პარკინსონმა.

"მართალია, სამუშაო ჯგუფი მოხიბლულია დოპინგთან ბრძოლის საქმეში რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის პროგრესით, მაგრამ არსებობს მთელი რიგი კრიტერიუმები, სადაც ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომაც, ჩვენ გავეცით რეკომენდაცია - აღმასკომმა გააგრძელოს რუსეთის კომიტეტის დისკვალიფიკაცია", - განაცხადა პარკინსონმა.

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის აღმასკომის წარმომადგენელმა კრეიგ სპენსმა დაამატა, რომ რუსი პარალიმპიელები ვერც ნეიტრალური დროშით შეძლებენ საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას.

"რუსი პარალიმპიელები, ნებისმიერ შემთხვევაში ვერ შეძლებენ 2018 წლის
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, თუნდაც ნეიტრალურ ათლეტებად. ეს არ არის ჩვენი წესი", - თქვა სპენსმა.

საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა 2016 წლის აგვისტოში, ერთხმად დაუჭირა მხარი რიოს 2016 წლის პარალიმპიური თამაშებიდან რუსეთის ჩამოშორებას. ამ დისკვალიფიკაციის გამო, რუსებს არ აქვთ უფლება - მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების შესარჩევ სტარტებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანი 4 წლის განმავლობაში, პატიოსნად ემზადება დიდ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილლეობის მისაღებად და თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაგრამ ამის უფლებას არ აძლევს მოკ-ი მიზეზით, რომ მისმა თანაგუნდელმა ჩააგდო დოპინგ-ტესტი. ანუ მკლავჭიდელს ეკრძალება გამოსვლა ეტლით მორბენალის გამო. ამას იურიდიულად ეწოდება კოლექტიური პასუხისმგებლობა, რაც ან ჩამორჩენილობის, ან პოლიტიკური ტენდენციურობის მაჩვენებელია.
ბესო
12:46 23-05-2017
0
აპლოდიამენტები.
ლევანი
09:04 23-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული