ოლიმპიზმი: ტოკიოში სტრიტბოლს ითამაშებენ

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამას 15 დისციპლინა დაუმატა

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ პროგრამაში 15 ახალი დისციპლინა დაემატება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, აღმასკომის სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 15 ახალი დისციპლინა შეიტანა.
როგორც კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მედლების კომპლექტი გათამაშდება 3x3 ფორმატის კალათბურთში, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატი 2012 წლიდან იმართება.

ოლიმპიურ პროგრამას ემატება რამდენიმე შერეული სახეობა: მიქსტი მაგიდის ჩოგბურთში, შერეული ესტაფეტა 4x400 მეტრი, შერეული შეჯიბრი მშვილდოსნობაში, შერეული ესტაფეტა ტრიატლონში...

2020 წელს, ოლიმპიური
თამაშები ტოკიოში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული