ლონდონური ამბები

AutoSharing Option
გუშინ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მთავარ არენაზე - ოლიმპიურ სტადიონზე მწვანე გაზონი დააგეს. 9 ათასი კვადრატული მეტრის სიდიდის მოედნის შესავსებად საჭირო გახდა ბალახის 360 რულონი. ახლა 80-ათასიან სტადიონზე დარჩენილია სარბენი ბილიკების მოწყობა, რაც ამ წლის ბოლოს მოხდება.

შეგასენებთ, რომ ზაფხულის თამაშების მთავარი არენის მშენებლობა 2008 წლის მაისში დაიწყო. ოლიმპიადის შემდეგ სტადიონი გადაკეთდება და იმ 60 ათას მაყურებელს დაიტევს. მასზე საშინაო მატჩებს ჩაატარებს პრემიერლიგის კლუბი "ვესტ ჰემი", გარდა ამისა, იქ გაიმართება ტურნირები მძლეოსნობაში


* * *
ბრიტანეთის სპორტის ისტორიაში ყველაზე
წარმატებულ 27 ათლეტს დაევალა გაერთიანებული სამეფოს დღევანდელი ოლიმპიური ნაკრების წევრთა მომზადება.

ამ ჯგუფში მოხვდნენ ნიჩბოსნობაში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი სტივ რედგრეივი, საშუალო დისტანციებზე მორბენალი, ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებული კელი ჰოლმსი და კრივში ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ამირ ჰანი.

საერთო ჯამში, ამ ჯგუფში შესული ვარსკვლავების ანგარიშზე 51 ოლიმპიური მედალია. მათ მოვალეობაში შედის გამოცდილების გაზიარება, ათლეტების მხარდაჭერა, რჩევების მიცემა...
"ყველაფერთან ერთად დღევანდელ სპორტსმენებს ვასწავლით იმ კოლოსალური ზეწოლისგან თავის დაღწევას, რასაც ოლიმპიადაზე გამოსვლა იწვევს", - აღნიშნა ჰოლმსმა.


* * *
ლონდონის ოლიმპიადის დროს სიახლე იქნება ბალახის ჰოკეის ტურნირზე. კერძოდ, მატჩები არა მწვანე, არამედ ლურჯის ფერის საფარზე გაიმართება. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ლურჯი გაზონის გამო ტურნირი უფრო სანახაობრივი იქნება, რადგან მაყურებელი უკეთ დაინახავს ბურთსა და ხაზებს.


* * *
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა დირექტორმა ურს ლაკოტმა თანამდებობიდან გადადგომაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. 56 წლის ჩინოვნიკმა ეს ნაბიჯი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგა. მხარეებმა თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების თანახმად შეწყვიტეს. ლაკოტი 2003 წლიდან იყო ოლიმპიური კომიტეტის გენერალური დირექტორი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული