საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში ხუთი ახალი დისციპლინის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. ესენია: ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა ქალთა შორის, ჰაფპაიპ ფრისტაილში (ქალთა და კაცთა შორის), შერეული ესტაფეტა ბიატლონში, გუნდური ფიგურული სრიალი და გუნდური ესტაფეტა საციგაო სპორტში.
კომიტეტი უკვე განიხილავს ოლიმპიურ პროგრამაში სლოპსტაილ ფრისტაილის (კაცთა და ქალთა შორის), სლოპსტაილის სნოუბორდში (კაცთა და ქალთა შორის) და სამთო სათხილამურო სპორტში გუნდური ტურნირის დამატებას, მაგრამ ამ დისციპლინებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
ასე, რომ სოჭის ოლიმპიადაზე სულ ცოტა 6 ახალი მედლების კომპლექტი გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მედლების 86 კომპლექტი გაათამაშეს.
მომზადებულია AP-ის მიხედვით
:))))))))