უფეხო მოცურავემ ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
ჩინელმა სტუდენტმა დაი ჯუხონგმა, რომელმაც სიჩუანის პროვინციაში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად თითქმის ნახევარი სხეული დაკარგა, პროფესიონალური სპორტის მწვერვალამდე უზარმაზარი გზა განვლო.

სამი წლის წინ ბეიჩუანში მისი სკოლის სახურავი ჩამოიქცა. მოსწავლის ფეხები იმ ნანგრევებმა შეიწირა, რომლის ქვეშაც მისი 26 თანაკლასელი დაიმარხა. მთელი რიგი ოპერაციების შემდეგ დაი ჯუხონგი, რომელიც ახლა 18 წლისაა, ჩინეთის პაროლიმპიურ ნაკრებში აიყვანეს, ლონდონის 2012 წლის თამაშებზე საასპარეზოდ.

ახალგაზრდის თქმით, ფეხების დაკარგვამდე პროფესიონალური ცურვა არსად უსწავლია. ამპუტაციის შემდეგ ექიმებმა მას ოპერაციის შემდგომი თერაპიისთვის სპორტის ეს სახეობა ურჩიეს.

"ცურვა ძალიან
მომეწონა, იმიტომ რომ თავისუფლად მოძრაობა მხოლოდ წყალში შემიძლია. აუზში ხანდახან მავიწყდება, რომ ფეხები არ მაქვს. მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ ლონდონის პაროლიმპიადაზე გამოსვლას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული