სეოკ-ს "კოკა-კოლა" დააფინანსებს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და კომპანია "კოკა-კოლა"-მ შეთანხმება გააფორმეს. ხელშეკრულება ლონდონის ოლიმპიადის ჩათვლითაა დადებული, თუმცა მხარეები იმედოვნებენ, რომ პარტნიორობას თამაშების მერეც გააგრძელებენ. მით უფრო, "კოკა-კოლა" აქტიურად აფინანსებს სპორტულ მოძრაობას მთელ მსოფლიოში და თვით ოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორია.

"აღნიშნული კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ოლიმპიურ მოძრაობას. ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება, რომელსაც მასთან ვაფორმებთ. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა ოლიმპიადის მერეც გაგრძელდება. მინდა, ბატონ თემურ ჭყონიას მადლობა გადავუხადო არა მარტო ახლანდელი ხელშეკრულების, არამედ იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც აქამდეც გვიწევდა როგორც კომპანიის მხრივ, ისე პიროვნულადაც. დარწმუნებული ვარ,
ასეთი მხარდაჭერით ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვალთ" - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.

"ჩვენი კომპანია მართლაც მჭიდროდ თანამშრომლობს სპორტთნ და ახლაც სიამოვნებით ვაფორმებთ ამ ხელშეკრულებას" - განაცხადა ჭყონიამ, რომელიც მასპინძლებს ოლიმპიური მუზეუმისთვის გადასაცემად კომპანიის მიერ გამოშვებულ ოლიმპიადის ემბლემებს დაჰპირდა. თავის მხრივ, მასპინძლებმა სტუმარს დღეს გადასცეს შარშან მინიჭებული საუკეთესო მეცენატისთვის განკუთვნილი ჯილდო - მაშინ დაჯილდოებას ჭყონია არ ესწრებოდა და კუთვნილი დროულად ამიტომ ვერ ჩაიბარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული