სპეცოლიმპიადა 180 ქვეყნის მონაწილეობით

AutoSharing Option
ათენის ოლიმპიურ ბაზებზე სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებში 180 ქვეყნის 7200 წარმომადგენელი ეცილებოდა ერთმანეთს პირველობას სპორტის 22 სახეობაში.

მოასპარეზეთა შორის იყვნენ საქართველოს წარგზავნილები (დელეგაციის ხელმძღვანელი ჟანა გოცირელი), რომლებმაც საბერძნეთის დედაქალაქში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურებზე ავიდნენ მარიამ ქურდოვანიძე (100 და 200 მ. რბენაში) და ავთანდილ მჭედლიშვილი (100 მ). ჩოგბურთში მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო და მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ვეფხვაძე, ხოლო ავთანდილ მჭედლიშვილი (200 მ) და ნორა მელიტონიანი (ჩოგბურთი) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

საქართველოს სპორტსმენებს სპეციალურ ოლიმპიურ
თამაშებში 1991 წლიდან 28 ოქროს, 25 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოხვეჭილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული