კორუპციით აშენებული ოლიმპიადა

AutoSharing Option
რუსეთში სკანდალით მიმდინარეობს სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება. 2011 წლის დასაწყისიდან დღემდე აღძრულია სისხლის სამართლის 50 საქმე, რომელიც ზამთრის თამაშებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თანხების მითვისებას უკავშირდება.

"ზარალი დაახლოებით 38 მილიონ მანეთს უტოლდება", - ამბობენ კრასნოდარის მხარის პროკურატურაში.

სულ სამართალდამცავ ორგანოებში შევიდა 105 შეტყობინება დანაშაულებებზე, რომელიც ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესს უკავშირდება. აქედან 50 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დარღვევების 60 პროცენტი სწორედ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას უკავშირდება. ამასთან, 26 საქმეში სხვა ქალაქის წარმომადგენლები გადიან, რომლებიც დაკავებული იყვნენ ოლიმპიური ობიექტების მშენელობაზე.

ასევე პროკურატურა
აცხადებს, რომ ნახევარი წლის განმავლობაში საწარმოო ტრავმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. პროკურატურამ სრულმასშტაბიანი შემოწმება ჩაატარა შრომის პირობების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ამ შემოწმების პერიოდში 74 ორგანიზაციის მოღვაწეობაში გამოვლენილი იქნა კანონმდებლობის 400 დარღვევა. ამის გამო პროკურატურამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ უამრავი საქმე აღძრა.

გარდა ამისა, პროკურატურის შემოწმებამ გამოავლინა დარღვევები სახელმწიფო მუნიციპალური დამკვეთების საქმიანობაში: თანხის გადახდა დაუმთავრებელი სამუშაოებისთვის, ფედერალური ბიუჯეტის არამიზნობირივი ხარჯვა, კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების არადროულად დასრულება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული