ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელები ტრაბზონიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
სპორტის ხუთ სახეობაში - ძიუდოში, ჩოგბურთში, ცურვაში, მძლეოსნობასა და ველოსპორტში საქართველო ოლიმპიურ ფესტივალზე 22 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათგან ჩემპიონი გახდა ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი, რომელიც 81 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა. ვერცხლის მედალი მოიპოვა მძლეოსანმა ლაშა ღუმელაურმა, ბრინჯაოს მედლები კი ძიუდოისტებმა ლევან გუგავამ, გიორგი ლაზუაშვილმა, თამაზ კირაკოზაშვილმა და გიორგი მუზაშვილმა მოიპოვეს.

ტრაბზონიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს დღეს წარმატება მიულოცა და სპეციალური სერტიფიკატები გადასცა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა. მისი განცხადებით, შედეგი დამაკმაყოფილებელია და ის სპორტსმენები, რომლებმაც ტრაბზონში მედლები მოიპოვეს, მომავალში აუცილებლად უფრო დიდ
წარმატებებს მიაღწევენ.

ნაცვლიშვილის განცხადებით, "ტრაბზონი 2011" მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ ის წარმოადგენდა ერთგვარ რეპეტიციას ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს. გია ნაცვლიშვილის განცხადებით, ქართული დელეგაცია ყურადღებით აკვირდებოდა ტრაბზონში საორგანიზაციო საკითხებს. ჩანიშნული იქნა ბევრი დეტალი და ბევრი შენიშვნა, რომელიც აუცილებლად გათვალისწინებული იქნება 2015 წელს, როდესაც თბილისში ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული