სტუდენტ სპორტსმენებს გზა მსოფლიოს უნივერსიადაზე დაულოცეს

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ შენჟენში 12 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის მსოფლიოს უნივერსიადა, რომელშიც 150 ქვეყნის 10000-მდე წარმომადგენელი იასპარეზებს.

სტუდენტთა ამ დიდ სპორტულ ფორუმზე საქართველოდან გაემგზავრება 31-კაციანი დელეგაცია: ნიკოლოზ ამაშუკელი (ხელმძღვანელი), ფუნქციონერები და მწვრთნელები - დევი სირაძე, გიორგი ვარძელაშვილი, დავით ბურჭულაძე, გიორგი ანდრიაძე, ივერი ჯიქურაული, დავით თევდორაძე, ირაკლი ბართაია, დავით სახვაძე, ია ზღულაძე (ძიუდოს მსაჯი), გიორგი მგელაძე (ექიმი); სპორტსმენები - პაატა მერებაშვილი, გიორგი შოშიაშვილი, ამბაკო ავალიანი, დავით კარბელაშვილი, ბეთქილ ნავერიანი, არჩილ საღინაძე (ყველა-ძიუდო), დავით ჭელიძე (მშვილდოსნობა), მერაბ ქინიძე (მძლეოსნობა), დავით ბენიძე, ნინო ბაციაშვილი,
სოფიკო გურამიშვილი, ლუკა პაიჭაძე, მაკა ფურცელაძე (ყველა-ჭადრაკი), ჭოლა ჭანტურია, შოთა კორახაშვილი (ორივე-წყალხტომა), თათია ფაციაური, ბექა ბაზაძე (ორივე-ფარიკაობა), სერგო პეტრიძე (მაგიდის ჩოგბურთი) და შალვა დალაქიშვილი (სპორტული ტანვარჯიში).

გუშინ,5 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დელეგაციას საზეიმო გაცილება მოუწყვეს და გზა დაულოცეს.

"ოლიმპიური თამაშების შემდეგ მსოფლიოსს უნივერსიადა ყველაზე მასობრივი და საინტერესო სპორტული ღონისძიებაა, რომელშიც ძალებს ცდიან უძლიერესი ათლეტები. ამდენად, ამ პაექრობებში გამარჯვება თუ საპრიზო ადგილებზე გასვლა საპატიოცაა და საამაყოც. მჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენები შენჟენში თავს არ დაზოგავენ და გვასახელებენ. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ", - თქვა სპორტის მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.

უნივერსიადის პროგრამით, 13 აგვისტოდან შეჯიბრებაში პირველები ძიუდოისტები და მოფარიკავეები ჩაებმებიან.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული