ქართველმა წყალმხტომელებმა, წინა შეჯიბრებისგან განსხვავებით, რამდენიმე საფეხურით წინ კი გადაინაცვლეს, მაგრამ ფინალში აქაც ვერ მოხვდნენ (შეგახსენებთ, რომ უნივერსიადაზე ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა სინქრონულ ხტომებში მე-5
ჟენშენში, მოჭადრაკეთა გარდა, ფაქტობრივად, ყველა ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა დაამთავრა, ჩვენი დელეგაციის ყულაბაში კი ერთი მედალიც არ არის. რამდენად სავარაუდოა, რომ ქართველმა დიდოსტატმა მანდილოსნებმა და საერთაშორისო ოსტატმა ვაჟებმა დანაკლისი აანაზღაურონ?
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს. გოგონებში 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ირინა ვასილიევიჩი (რუსეთი) მეწინავეობს. მას ნახევარ-ნახევარი ქულით მაკა ფურცელაძე, ნინო ბაციაშვილი, ქიან ჰუანი (ჩინეთი) და თუვშინთუგს ბათხიმეგი (მონგოლეთი) ჩამორჩებიან. 9 მოჭადრაკემ 3-3 ქულა მოაგროვა.
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ სოფიკო გურამიშვილს მხოლოდ ორი ქულა აქვს. ასპარეზობის მონაწილეთა სიძლიერის გათვალისწინებით, უნდა ვიფიქროთ, რომ ერთი მედალი მაინც, ალბათ, გვექნება. რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, აქ შედარებით რთულადაა საქმე, ცხადია, ჩვენთვის. 4-4 ქულით ჩინელი ჰაო ვანი და სომეხი ავეტიკ გრიგორიანი ლიდერობენ. მასპინძელი ასპარეზობის რეიტინგფავორიტია, თანაც სოლიდური 2718 პუნქტით, რაც მის უმაღლეს კლასზე მიუთითებს და ჯერჯერობით ფავორიტობას ამართლებს კიდეც.
საგულისხმოა, რომ შეჯიბრებაზე მეორე-მეხუთე ნომრებადაც ჩინელები არიან განთესილი - იუ ვანი (2709) და ჩაო ლი (2669), ჰუა ნი (2662) და ძიანჩაო ჟოუ (2636). 2600-ზე მეტი რეიტინგი აქვთ სომეხ დიდოსტატებს - ავეტიკ გრიგორიანსა და ზავენ ანდრიასიანს, ჩვენი დავით ბენიძის მაჩვენებელი 2514-ს არ აღემატება, ლუკა პაიჭაძისა - 2489-ს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტურნირებს რეიტინგები კი არა, პიროვნებები იგებენ, ამიტომ ნებისმიერი შეჯიბრება მოულოდნელობებითაა სავსე, გამორიცხული არაფერია... ბენიძემ უნივერსიადის წინა ოთხ ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო, იუ ვანთან და 3 ქულით მეექვსე-მეცხრამეტე ადგილებს იყოფს. პაიჭაძე 2,5 ქულით ჯერჯერობით ოცდამეათეა.
გუშინ ასპარეზობის მონაწილეებს ერთდღიანი შესვენება ჰქონდათ. დღეს ორი ტურის პარტიებს გაითამაშებენ. მე-5 ტურში მეწინავეთაგან ითამაშებენ: გოგონები. ჟონგვი თანი (3,5)-ირინა ვასილევიჩი (4), ბათსიმეგი (3,5)-ჰუანი (3,5), ფურცელაძე (3,5)-ბაციაშვილი (3,5), დავლეტბაიევა (3)-შენ იანი (3), ზავადსკა (3)-სტოიანოვიჩი (3), კალინინა (3)-სუკანდარი (3), ჩერემნოვა (3)-ბოროსოვა (3), მონგონთუული (2,5)-ფუჩსი (3)... ნური (2,5)-გურამიშვილი (2).
ვაჟები. ჰაო ვანი (4)-გრიგორიანი (4), ჩაო ლი (3,5)-ანდრიასიანი (3,5), ჟოუ (3)-კრავცივი (3,5), მიხალიკი (3)-იანგუე (3), ბენიძე (3)-ჰუა ნი (3), ბულსკი (3)-პაპინი (3), ბრაუნ არიკი (3)-მარკო (3), ძარნოტა (3)-ადლი (3), ვანჰუდლი (3)-ოლჟევსკი (3), ბათულგა (3)-მარკოსი (2,5), კურმანი (3,5)-პაიჭაძე (2,5).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"