ბაციაშვილი ლიდერებშია

AutoSharing Option
გუშინ შენჟენში მსოფლიო უნივერსიადის პროგრამით მოჭადრაკეთა მორიგი ორი ტურის პარტიები გაიმართა. გოგონებში ყაიმზე შეთანხმდნენ ერთპიროვნული ლიდერი ირინა ვასილევიჩი (რუსეთი) და ჟონგვი თანი (ჩინეთი), ასევე, ქართველი დიდოსტატები მაკა ფურცელაძე და ნინო ბაციაშვილი, რომლებსაც 4 ტურის შემდეგ 3,5-3,5 ქულა ჰქონდათ.

მონგოლმა თუვშინთუგს ბათხიმეგმა ჩინელი ქიან ჰუანი დაამარცხა და 4,5 ქულით ვასილევიჩს გაუთანაბრდა. სოფიკო გურამიშვილმა შავი ფიგურებით ზულკაფი ნურის (მალაიზია) მოუგო.

მე-6 ტურში შესანიშნავად ითამაშა ნინო ბაციაშვილმა (2381), რომელმაც თეთრი ფიგურებით ერთ დროს ჩინეთის ნაკრების წევრი შენ იანი (2459) დაამარცხა და 5 ქულით
მეწინავეთა შორის პირველ-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

ლიდერთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ირინა ვასილევიჩი-თუვშინთუგს ბათხიმეგი 0,5:0,5, ოლგა კალინინა (უკრაინა)-იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი) 1:0, ზუზანა ბოროსოვა (სლოვაკეთი)-ჟონგვი ჩანი (ჩინეთი) 0:1, კატერინა დოლჟიკოვა (უკრაინა)-მაკა ფურცელაძე 0,5:0,5, სოფიკო გურამიშვილი-დულამსურენ იინჯიდულამი (მონგოლეთი) 1:0.

მე-7 ტურში ითამაშებენ: ჟონგვი (5)-ბაციაშვილი (5), ბათხიმეგი (5)-კალინინა (5), ფურცელაძე (4,5)-ვასილევიჩი (5), შენ იანი (4)-ქიან ჰუანი (4,5), მუზიჩუკი (4)-დოლჟიკოვა (4), მონგონთუული (4)-ბოროსოვა (4), ზავადსკა (4)-ჩერემნოვა (4), ბეთულ ილდიზი (4)-გურამიშვილი(4).

ვაჟთა ტურნირში ჩვენთვის დიდად სახარბიელო არაფერია. მართალია, ლუკა პაიჭაძე მე-5 ტურში ოლივერ კურმანს (შვეიცარია) დაუზავდა, მეექვსეში კი სევერინ პაპა (შვეიცარია) დაამარცხა და 4 ქულა მოაგროვა, მაგრამ ერთპიროვნულ ლიდერ ჩაო ლის 1,5 ქულით ჩამორჩება.

სამწუხაროდ, სუსტად ითამაშა დავით ბენიძემ: მან ჯერ ჰუა ნისთან (ჩინეთი) გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება, მერე კი სომეხ ჰრანტ მელქუმიანს დანებდა თეთრი ფიგურებით. ბენიძის აქტივში სულ 3,5 ქულაა. მეწინავეთა მე-6 ტურის პარტიები ასე დასრულდა: ავეტიკ გრიგორიანი (სომხეთი)-ჩაო ლი (ჩინეთი) 0:1, იუე ვანი (ჩინეთი)-ჰაო ვანი (ჩინეთი) 0,5:0,5, მარტინ კრავცოვი (უკრაინა)-ბრაუნ არიკი (გერმანია) 0,5:0,5, მიხალ ოლჟევსკი (პოლონეთი)-ჰუა ნი (ჩინეთი) 0,5:0,5.

დღეს მე-7 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ჩაო ლი (5,5)-ჰაო ვანი (5), კრავცივი (4,5)-იუე ვანი (4,5), პაპინი (4,5)-ანდრიასიანი (4,5), არიკი (4,5)-გრიგორიანი (4,5), გზარნოტა (4,5)-მელქუმიანი (4,5), რახმანოვი (4,5)-ოლჟევსკი (4,5), პაიჭაძე (4)-ილმაზი (4,5)... ბენიძე (3,5)-ბატულგა (3,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული