ამ დღეებში სინგაპურში იუნიორთა პირველი ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. ნორჩ ოლიმპიელებს შორის ერთი გამორჩეული მონაწილეა - მონაკოს პრინცესა სტეფანიას ქალიშვილი, 17 წლის პოლინ დუკრუე.
სამეფო ოჯახის შთამომავალმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან წყალში ხტომაში მიიღო მონაწილეობა. მართალია, მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ მისი ფინალში გასვლაც დიდ წარმატებად მოინათლა.
პოლინის მშობლები - პრინცესა სტეფანია და დანიელ დუკრუე 1996 წელს გაეყარნენ ერთმანეთს, თუმცა ამჯერად ერთად გულშემატკივრობდნენ ქალიშვილს. აქვე იყო მონაკოს პრინცი ალბერ II, რომელიც ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლავთ.
17 წლის წყალში მხტომელი შესარჩევ რაუნდში შესანიშნავად გამოვიდა,
პოლინ დუკრუეს სპორტით გატაცება შემთხვევითი არ არის. მისი ბებია წარსულში ცნობილი მსახიობი, ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული გრეის კელი (რომელიც შემდეგ მონაკოს პრინცესა გახდა) გახლდათ. გრეისის ბაბუამ - ჯონ კელიმ კი 1920 წლის ოლიმპიადაზე ოქროს სამი მედალი მოიგო ნიჩბოსნობაში. გარდა ამისა, პოლინის ბიძა - ალბერ II ბობსლეისტი იყო და ხუთ ოლიმპიადაში მიუღია მონაწილეობა.