95 წლის აველანჟი ეჭვმიტანილია კორუფციულ სკანდალში მონაწილეობაში. სამშაბათს, 6 დეკემბერს, ოლიმპიური კომიტეტის ეთიკის კომიტეტს უნდა დაეწყო ფიფა-ს ექს-პრეზიდენტის საქმის განხილვა. ვარაუდობენ, რომ აველანჟის სოკ-დან წასვლის შემდეგ ამ საქმის ძიება დასრულებული იქნება.
აველანჟს ფიფა-ს პრეზიდენტის თანამდებობა 1974 წლიდან 1998 წლამდე ეკავა. მისი სახელი უკავშირდება სკანდალურ საქმეს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის წევრები ქრთამს
2010 წელს, ფიფას ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს, განაცხადეს, რომ ამ ორგანიზაციის აღმასკომის ორმა წევრმა ISMM/ISL-სგან ქრთამის სახით დაახლოებით 5 მილიონი დოლარი მიიღო. BBC-ის ჟურნალისტთა ვარაუდით, ქრთამის მიღებაში ეჭვმიტანილნი იყვნენ ჟოაო აველანჟი და რიკარდო ტეიშიერა, რომელიც ფიფას აღმასკომში ბრაზილიას წარმოადგენდა. აველანჟმაც და ტეიშეირამაც კატეგორიულად უარყვეს ამ კორუფციულ სკანდალში მონაწილეობა.
ISMM/ISL-თან დაკავშირებული სკანდალის გამო ფიფა-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა გასცა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების ბრძანება, რომლის შედეგები 2011 წლის 17 დეკემბერს გახდება ცნობილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"