კორეა ლონდონშია

AutoSharing Option
სამხრეთ კორეის ოლიმპიურმა ნაკრებმა ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

გუშინ კორეელებმა მუსკატში ომანი 3:0 დაამარცხეს. ნახევარმცველმა ნამ ტაე ჰემ პირველ წუთზევე გახსნა ანგარიში არაბთა კარში. მეორე ტაიმში კი კიმ ჰიუნ სუნმა და კიმ მინ ვომ გაიტანეს.

ახლა სამხრეთ კორეა ჯგუფში 4 ქულით უსწრებს ომანის ნაკრებს. ასე რომ, 14 მარტის მატჩს ყატართან კორეელებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. ყატარელებმა ჯერ კიდევ არ დაკარგეს მე-2 ადგილის შანსი, მას მერე, რაც შინ საუდის არაბეთის ნაკრები დაამარცხეს - 2:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული