მედროშე რაფაელ ნადალი

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების მედროშე მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი იქნება.

ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ამის შესახებ ივნისში გამოაცხადებენ. უფრო ადრე, ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტი აპირებს შემოიღოს წესი, რომლის მიხედვითაც, ერთი სპორტსმენი ვერ გახდება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე ნაკრების მედროშე, - წერს გაზეთი "მარკა".

2008 წელს, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებს წინ მიუძღოდა 2004 წლის თამაშების ჩემპიონი, ნიჩბოსანი დავიდ კალი. ახალი წესის მიღების შემდეგ ის ვერ შეძლებს
იგივე როლის შესრულებას ლონდონის თამაშებზე. ამასთან, კალს ჯერ არ დაუდასტურებია 2012 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობა.

ნადალმა 2008 წლის ზაფხულის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში.

ესპანეთის ნაკრების "სარეზერვო" მედროშედ ასევე პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ველომრბოლელი სამუელ სანჩესი დასახელდა.
ლონდონის თამაშების გახსნის ცერემონია 27 ივლისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული