რუსეთი, რომელმაც ორი წლის წინ ზაფხულის თამაშების ისტორიაში ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა, 2012 წელს ლონდონში მაქსიმუმ პეკინში ნაჩვენებ შედეგს გაიმეორებს. ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ალექსანდრ ჟუკოვის თქმით, ამ ეტაპზე ჩინეთი და ამერიკა უკონკურენციოდ არიან და ლონდონში რუსეთის მეტოქეები - გერმანია და ბრიტანეთი იქნებიან.
ჟუკოვმა ოლიმპიური ნაკრების პერსპექტივებზე გუშინ ილაპარაკა. პრეზიდენტის პოსტზე ნახევარი წლის წინ არჩეულმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ ოლიმპიური გუნდისგან სერიოზულ პროგრესს არ ელოდება. ოლიმპიელებისთვის ლონდონში საუკეთესო შედეგი მესამე გუნდური ადგილი იქნება.
"ლონდონში ჩვენი მიზანი - პირველ სამეულში მოხვედრაა,
პეკინის ოლიმპიადის წინ რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელები ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო და რუსეთი ერთი ოქროთი მეტს მოიპოვებდა, ვიდრე ჩინეთი. საბოლოოდ, მასპინძლებმა 51 პირველი ადგილი დაიკავეს, რუსეთმა - 23. სულ რუსების ანგარიშზე 73 მედალი იყო. ასეთი სუსტი გამოსვლის მიუხედავად, ჩვენმა მეზობლებმა მაინც დაიკავეს მედლების ჩათვლაში მესამე ადგილი.
ორი წლის წინ, ბრიტანეთი რუსეთს 4 ოქროთი და 26 მედლით ჩამორჩა, ახლა კი ეს ქვეყანა რუსების მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.
ახლა რუსეთს ნაკლები ამბიცია აქვს, ამერიკას აღარ ედრება, ხოლო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი კონკურენტებად იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებიც ადრე რუსებთან ახლოსაც ვერ მივიდოდნენ. კომიტეტის ახლანდელი ხელმძღვანელობის პოზიცია გასაგებია: თუ ოლიმპიური გუნდი ლონდონში ისეთივე შედეგებს აჩვენებს, როგორც პეკინში, მაშინ ეს არა ჩავარდნად, არამედ წარმატებად შეფასდება: ამოცანა ხომ შესრულებული იქნება.
სხვათა შორის, ამ ზაფხულს რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ ლონდონში 37 ოქროს მედალზე ილაპარაკა. ეს ერთით მეტია, ვიდრე ამერიკას ჰქონდა პეკინში. თუმცა დღეს მუტკოს რუსეთში არავინ უსმენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"