მაიკლ ჯონსონი და სტოუნჰეინჯი

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ უილტშირის საგრაფოს მიაღწია. ლეგენდარული სტოუნჰეინჯის არქიტექტურული ძეგლის გარშემო ოლიმპიური ცეცხლი ჩაატარა საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკელმა მორბენალმა მაიკლ ჯონსონმა.

ეს იყო ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მაიკლ ჯონსონს ის წარსულის დამსახურებების გამო ანდეს. ჯონსონი მძლეოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ათლეტია. მან სამ ოლიმპიადაზე - ბარსელონაში, ატლანტასა და სიდნეიში ოთხი ოქრო მოიგო 200 და 400 მეტრ დისტანიებზე და 4x400 მეტრზე ესტაფეტაში.

ოლიმპიადის დაწყებამდე 13 დღეა დარჩენილი. შესაბამისად, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა დასასრულს უახლოვდება. ორგანიზატორთა განცხადებით, გავლილია საერთო დისტანციის -
12 900 კილომეტრის 95 პროცენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მხოლოდ ქართველი ჟურნალისტები თუ დაწერდნენ 'სტოუნჰეინჯს'. ბრავო.
odala
21:25 14-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული