სპორტული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა აქსესუარების პრეზენტაცია საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა.
სპორტული ეკიპირება "ლოტოს" ფირმისაა და თურქეთში შეიკერა. სპორტული ტანსაცმელი ოლიმპიადაზე გასამგზავრებელმა სპორტსმენებმა წარმოადგინეს (იხილეთ ვიდეო).
ლონდონში ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველოდან 35 სპორტსმენი გაემგზავრება, რომლებიც ოლიმპიური პირველობის მოპოვებას 11 სახეობაში შეეცდებიან.