ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ახალი დიზაინის ეკიპირებით გაემგზავრებიან

AutoSharing Option
ქართველი სპორტსმენების ნაკრები ლონდონში, ოლიმპიურ თამაშებზე, ახალი დიზაინის სპორტული ეკიპირებით გაემგზავრება.

სპორტული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა აქსესუარების პრეზენტაცია საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა.

სპორტული ეკიპირება "ლოტოს" ფირმისაა და თურქეთში შეიკერა. სპორტული ტანსაცმელი ოლიმპიადაზე გასამგზავრებელმა სპორტსმენებმა წარმოადგინეს (იხილეთ ვიდეო).

ლონდონში ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველოდან 35 სპორტსმენი გაემგზავრება, რომლებიც ოლიმპიური პირველობის მოპოვებას 11 სახეობაში შეეცდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული