მედლების მიხედვით ოლიმპიური პრემიების საერთაშორისო რეიტინგს რადიო "თავისუფლების" ევროპის ბიურო ავრცელებს.
ოქროს მედლის მფლობელებისთვის განკუთვნილი 1 200 000 აშშ დოლარით რეიტინგს საქართველო ლიდერობს.
510 000 აშშ დოლარით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია.
ვერცხლის მედალზე საქართველოს გრაფაში 30 000 დოლარია გაწერილი, ხოლო ბრინჯაოზე - 20 000.
მეორე და მესამე კატეგორიებზე დაწესებული პრემიებით ასევე აზერბაიჯანი ლიდერობს. ვერცხლის მედალი – 225 000 აშშ დოლარი, ბრინჯაოს მედალი 128 000 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მიერ
შედარებისთვის - ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი 25 000 დოლარს მიიღებს, რუსეთს დაწესებული აქვს 125 000 დოლარი, იტალიას - 172 200, უკრაინას - 100 000, ბელორუსს - 150 000, გერმანიას კი - 18 300 აშშ დოლარი.
interpressnews.ge