ანტონია მიშურა ლონდონის ოლიმპიადის სექსსიმბოლოდ აღიარეს [+VIDEO]

AutoSharing Option
ოლიმპიადა არ დაწყებულა და უკვე გამოარკვიეს მომავალი ზაფხულის თამაშების მთავარი ლამაზმანი. ეს საპატიო ტიტული მოიპოვა ხორვატმა კალათბურთელმა ანტონია მიშურამ.

24 წლის მიშურა (სიმაღლე - 179 სმ) შემტევი მცველის პოზიციაზე თამაშობს მშობლიური ქალაქის, შიბენიკის კლუბში. 2012 წლის ევრობასკეტზე მან ცხრა მატჩში 43 ქულა დააგროვა (იხილეთ ვიდეო).

არაფერი დაწერილა იმაზე, ვინ ჩაატარა გამოკითხვა და რომელი ვერსიით გახდა მიშურა "მის ოლიმპიადა", თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ ფოტოს შემხედვარეებმა, აუცილებლად უნდა გავიზიაროთ ეს არჩევანი.

ხორვატიის ნაკრები ოლიმპიადაზე A ჯგუფში მოხვდა ანგოლასთან, ჩინეთთან,
ჩეხეთთან, თურქეთთან და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად.

Sportall.Ge Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვიზიარებ მაგ მოსაზრებას,ამაზე ლამაზებიც უხვად არიან !
mirage
23:02 26-07-2012
0

სიახლეები პოპულარული