დევიდ ბექჰემი მაინც დააფასეს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ დევიდ ბექჰემი არ შეიყვანეს ბრიტანეთის ოლიმპიურ ნაკრებში, მაგრამ 25 ივლისს გაირკვა, რომ ინგლისელი ნახევარმცველი მაინც იქნება ჩართული ოლიმპიადაში - კერძოდ, ის მონაწილეობას მიიღებს გახსნის ცერემონიაში.

"გახსნის ცერემონიაზე გარკვეული როლი მექნება. ეს დიდი პატივია ჩემთვის. ამასთან, მე ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანებს შორის, რომელმაც შვიდი წლის წინ ხელი შეუწყო ლონდონისთვის ოლიმპიადის მიღებას.

თამაშების დროს ამერიკაში გავემგზავრები და შემდეგ ისევ
დავბრუნდები. შევეცდები, მაქსიმალურად ბევრ ტურნირს დავესწრო", - განაცხადა ბექჰემმა.

ვარაუდობენ, რომ დევიდი მონაწილეობას მიიღებს ცნობილი პიროვნებების აღლუმში, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის ანთების
რანგში გაიმართება.

სხვათა შორის, ბრიტანული პრესა ვარაუდობდა, რომ სწორედ ბექჰემს დაანთებინებდნენ მთავარ ოლიმპიურ ცეცხლს, მაგრამ დევიდმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ეს მისია მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონს უნდა დაეკისროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული