"გახსნის ცერემონიაზე გარკვეული როლი მექნება. ეს დიდი პატივია ჩემთვის. ამასთან, მე ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანებს შორის, რომელმაც შვიდი წლის წინ ხელი შეუწყო ლონდონისთვის ოლიმპიადის მიღებას.
თამაშების დროს ამერიკაში გავემგზავრები და შემდეგ ისევ დავბრუნდები. შევეცდები, მაქსიმალურად ბევრ ტურნირს დავესწრო", - განაცხადა ბექჰემმა.
ვარაუდობენ, რომ დევიდი მონაწილეობას მიიღებს ცნობილი პიროვნებების აღლუმში, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის ანთების
სხვათა შორის, ბრიტანული პრესა ვარაუდობდა, რომ სწორედ ბექჰემს დაანთებინებდნენ მთავარ ოლიმპიურ ცეცხლს, მაგრამ დევიდმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ეს მისია მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონს უნდა დაეკისროს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"