საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე, ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე 29 ივლისს პნევმატური იარაღიდან ისვრის. საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
გარდა ამისა, 29 ივლისს ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს. ძიუდოისტთა შეჯიბრი ჩვენი დროით 13:30 სთ-ზე დაიწყება, ხოლო ასპარეზობის ფინალი 19:10 დაიწყება.
ქართველი ჩოგბურთელები ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი, რომლებსაც ოლიმპიადა წესით 28 ივლისს უნდა დაეწყოთ. თავის შეხვედრებს ჩვენებურები 29 ივლისს გამართავენ.
ანა ტატიშვილი ინდივიდუალურ
სამწუხარო გამოდგა ქართველი ოლიმპიელების ბეთქილ შუკვანისა და გიორგი ნადირაძეს გამოსვლა, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადაზე 28 ივლიის ჩაერთვნენ.
1/62-ფინალში შუკვანის გამარჯვების შემდეგ, სადაც მან ავსტრალიელ მოჭიდავეს სძლია, ჩვენებური შეჯიბრის 1/32-ფინალში ფრანგ სოფიან მილუსთან დამარცხდა.
რაც შეეხება ველომრბოლელ ნადირაძეს, ის ასპარეზობას ფინიშამდე 100-ოდე კილომეტრით ადრე გამოეთიშა. 137-ე კილომეტრის შემდეგ მისი დრო 3.39.34 იყო და 136-ე ადგილზე იმყოფებოდა.
ასევე სამწუხარო ცნობაა საქართველოს მოკრივეზე მერაბ თურქაძეზე, რომელიც რინგზე არ დაუშვეს, რადგან წინასწარი აწონვის დროს წონა ვერ ჩააბარა და ასპარეზობას გამოეთიშა. გამომდინარე აქედან საქართველოს ლონდონის ოლიმპიადაზე კრივში წარმომადგენელი აღარ ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ მერაბ თურქაძე 56 კგ. წონით კატეგორიაში უნდა გამოსულიყო.
ასევე იხილეთ:
ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა
გიორგი ნადირაძემ ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა
საქართველოს ლონდონის ოლიმპიადაზე კრივში წარმომადგენელი აღარ ეყოლება