სულ გაგიჟდნენ: მაიმუნი სტიუარდები

AutoSharing Option

ბრიტანეთის თამაშების ორგანიზატორები კვლავაც ანცვიფრებენ სპორტულ საზოგადოებას. რა აღარ გადახდა თავს ამ დიდ სპორტულ ფორუმს, რომელიც 3 ოქტომბერს დაიწყება - ტერორისტების მუქარა, ხიდისა და მთავარი სტადიონის ჩამონგრევა, ოლიმპიურ სოფელში სანიტარული ნორმების დარღვევა, საჩოგბურთო არენის ტერიტორიაზე გველის სტუმრობა...

ახლა ირკვევა, რომ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში სპორტსმენებისა და სტუმრების სიმშვიდეს დაიცავენ... გაწვრთნილი მაიმუნები. მათი მთავარი ამოცანა იქნება ოლიმპიური სოფლიდან და სპორტული არენებიდან ველური მაკაკების განდევნა.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქმეში 38 გაწვრთნილი მაიმუნი იქნება ჩართული, რომლებთანაც უკვე დიდი ხანია მუშაობენ სპეციალურად დაქირავებული მომთვინიერებლები. იტყობინებიან, რომ

რამდენიმე მაიმუნი უკვე შეიყვანეს დელიში და ისინი სპორტულ ობიექტებზე პოლიციელებთან ერთად დასეირნობენ. "ქალაქის მცველები" თანდათან ეჩვევიან ქალაქის ცხოვრებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული