დოპინგს ყველა იყენებს

AutoSharing Option
ამ დღეებში, ლონდონში მიმდინარეობდა მედია-სიმპოზიუმი, სადაც ხმამაღალი განცხადება გააკეთა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) გენერალურმა დირექტორმა დევიდ ჰოუმენმა. მან ჩინეთი მოიხსენია აკრძალული პრეპარატების წარმოების ცენტრად და აღნიშნა, რომ მთელი პროფესიული სპორტის ერთ მეოთხედს ჩრდილოვანი სტრუქტურები და ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები აკონტროლებენ.

"აკრძალული პრეპარატებისთვის საჭირო მასალის 99 პროცენტი ჩინეთში იწარმოება და მას დოპინგის დამამზადებლები ინტერნეტის მეშვეობით უკვეთენ. შემდეგ ეს "საქმოსნები" თავიანთ სასწაულ პრეპარატებს ამზადებენ, დოზებად აფასოებენ და მომხმარებელებს შორის ახდენენ რეალიზაციას. შავი ბაზარი აწვდის მთელს მსოფლიოს ფარმაკოლოგიური პროდუქციის უდიდეს რაოდენობას. ეს ის "ცუდი
ბიჭები" არიან, რომლებიც არაერთხელ დაფიქსირებულან ჩვენს დოკუმენტებში. ყველაფერთან ერთად, ისინი დაკავებულნი არიან უკანონო ფსონებით, ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებით, მექრთამეობითა და კორუპციით"
, - ამბობს ჰოუმენი.

"ახლა, იმისთვის, რომ დოპინგი შეიძინო, განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირო. საკმარისია სატრენაჟორო დარბაზში მისვლა და იქ კუთხეში ყოველთვის დგას ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც აკრძალულ პრეპარატს მოგყიდით. ამით სპორტულ ფორმას გაიუმჯობესებთ. დღეს დოპინგს მხოლოდ ელიტური სპორტსმენები არ მოიხმარენ, ის ჩვეულებრივი მოვლენაა სკოლის მოსწავლებიისთვისაც კი, რომლებსაც სურვილი აქვთ თავი მოიწონონ მეგობრებს შორის. დოპინგს იყენებენ დაცვის კერძო სტრუქტურების თანამშრომლები და საპენსიო ასაკის ადამიანებიც, რომლებსაც სურთ თავიანთი სიბერის გახანგრძლივება.

"მთელი პროფესიული სპორტის 25 პროცენტი, ასე თუ ისე ჩრდილოვანი სტრუქტურების გავლენის ქვეშ იმყოფება. მე ამ ციფრს უბრალოდ არ ვასახელებ - ეს დადასტურებულია სანდო დოკუმენტების მეშვეობით. თუ ეს რიცხვი არ შეესაბამება სინამდვილეს, ის შესაძლოა, უფრო დაბალი იყოს", - ასრულებს თავის სიტყვას მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გენერალური დირექტორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფეხბურთში დოპინგკონტროლი გაძლიერდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული