პარალიმპიური სპორტი: ხელმეორედ დაიბადა

AutoSharing Option
ბრიტანეთის პარალიმპიური ასოციაციის თავმჯდომარემ მხედველობა დაიბრუნა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით.

ტიმ რედიში 17 წელი ვერაფერს ხედავდა. მოცურავემ მხედველობის დაკარგვა 31 წლის ასაკიდან დაიწყო. ამის მიზეზი გახდა პიგმენტური რეტინიტი - ავადმყოფობა, რომელიც აზიანებს თვალის ბადურაში ფოტორეცეპტორებს. შვიდი წლის შემდეგ რედიში საბოლოოდ დაბრმავდა. ამასთან, სპორტსმენი აგრძელებდა გამოსვლას პარალიმპურ თამაშებზე და არაერთხელ გახდა ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი.

ბრიტანელს თავისი მედლები არასოდეს უნახავს, მაგრამ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მან ეს მოახერხა. ასევე, დაიწყო შუქის აღქმა, კარისა და ფანჯრის ჩარჩოების კონტურების გარჩევა და საათზე დაკვირვების შემდეგ დროც
სწორად დაასახელა.

ექიმებმა რედიშს თვალის ბადურაში ჩაუდგეს შუქზე მგრძნობიარე მიკროჩიპი. ეს ამბავი ყველაზე მეტად ყოფილი სპორტსმენის 55 წლის მეუღლესა და მის ორ ვაჟს გაუხარდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თითქმის ჩვეულებრივი თამაშები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული