ცენტრი რეგიონს!

AutoSharing Option
გუშინ შიდა ქართლს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და მისი მოადგილე დავით ნამგალაური სტუმრობდნენ. რეგიონის გუბერნატორ ზურაბ არსოშვილთან, ცნობილ ფალავნებთან ზურაბ ზვიადაურთან და გიორგი გოგშელიძესთან ერთად ისინი ჯერ ქარელის სასპორტო სკოლას ეწვივნენ - ახალი ტატამი გადასცეს და ძიუდოისტთა
ვარჯიშსაც დაესწრნენ, ესაუბრნენ მწვრთნელებს.

"ძიუდოში სხვა სექციებთან შედარებით ყველაზე მეტი - 170 ბავშვი ვარჯიშობს. სექციები ქარელის გარდა სამ სოფელში გვაქვს. სამინისტროს საჩუქარი ძვირფასია მთელი რაიონისათვის" - გვითხრა სკოლის დირექტორმა ჟორა მარჯანიძემ.

შემდგომ სტუმრებმა გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში მოინახულეს, სადაც
გიორგი კარელიძის მმორიალური ტურნირი მიმდინარეობს. მინისტრი არც მოკრივეებთან მისულა ხელცარიელი - ახალი, ოლიმპიური რინგი სამინისტროს საჩუქარია.

"შიდა ქართლი ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში ძიუდოსა და კრივის განვითარების დონით და მასშტაბით. მიხარია, რომ აქ, ბევრი ახალგაზრდაა ჩართული საერთოდ სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ამიტომაც გადავეცით საჩუქრად ტატამი და რინგი. მათთვის ეს დიდი სტიმული იქნება და დარწმუნებული ვარ რეგიონში უამრავი ტიტულოვანი სპორტსმენი გაიზრდება"- თქვა ლადო ვარძელაშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილი (საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი): "გორში, ტრადიციულად, კრივის დიდი პოტენციალია და ყოველგვარ მხარაჭერას იმსახურებს. უღრმესი მადლობა სპორტის სამინისტროს საჩუქრისთვის. ნიშანდობლივია, რომ რინგი გორელებს კრივის აქაური დიდი მოღვაწის გიორგი კარელიძის სახელობის მემორიალზე გადაეცათ. დავამატებ, რომ ამ ამაგდარი კაცის სახელობის ტურნირზე დასწრებაც დიდი პატივია ჩემთვის".

ფედერაციის პრეზიდენტმა კრივში გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისათვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა გორელ დამსახურებულ მწვრთნელს ავთანდილ შოშიაშვილს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული