ეს დოზა ერთ მილილიტრ შარდში 15-დან 150 ნანოგრამამდე გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება WADA-მ 12 მაისს, მონრეალში ჩატარებული სხდომის დროს მიიღო.
ექსპერტების შეფასებით, ამ სიახლის თანახმად, სპორტსმენებს საშუალება ექნებათ, ტურნირის წინა დღეს მოსწიონ მარიხუანა და არ შეუშინდნენ მოსალოდნელ სასჯელს. დღევანდელი წესების თანახმად, სპორტსმენი, რომელიც ამ მსუბუქ ნარკოტიკზე ჩავარდება, ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით ისჯება.
ჟურნალისტები იმასაც გვახსენებენ, რომ ანტისადოპინგო სააგენტო მეტად ლოიალურია მარიხუანასთან მიმართებაში და ხშირად დისკვალიფიკაციას "საზოგადოებრივი
ასე მაგალითად, 2009 წელს WADA-ს არანაირი რეაგირება არ ჰქონდა ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე, რომელზეც ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, ამერიკელი მაიკლ ფელპსი მარიხუანას ეწევა. ლეგენდას სამთვიანი დისკვალიფიკაცია ამერიკის ცურვის ასოციაციამ მისცა.
ასევე, WADA-ს აღმასკომზე იმსჯელეს ახალ ანტისადოპინგო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებზე. როგორც ამბობენ, ახალ კოდექსს 2015 წლის ნოემბერში უყრიან კენჭს. კერძოდ, დოპინგის მიღების გამო ორიდან ოთხ წლამდე გაიზრდება დისკვალიფიკაციის ვადა.
ასევე, იგეგმება ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფის დასჯა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დოპინგის მიღებაზე. ეს შეიძლება იყოს სპორტსმენზე მომუშავე პერსონალი, რომელიც გარეული იქნება აკრძალული პრეპარატის მიღების საქმეში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"