საკოორდინაციო კომისია ოლიმპიური სოფლის მშენებლობით აღფრთოვანდა

AutoSharing Option
5 ივნისს თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაამთავრა ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიამ, რომელშიც ამჯერად კატერინა ნიჩოვა, სტრატოს კარეტოსი და წინა ანალოგიური ვიზიტიდან ნაცნობი იოზეფ ლიბა შედიოდნენ.

სტუმრებმა ამ ჩამოსვლისას დაათვალიერეს თბილისის ზღვაზე მიმდინარე ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, საკალათბურთო სკოლა, სპორტკომპლექსი "არენა" და იმ სპორტული ობიექტების უმრავლესობა, სადაც მომავალი ფესტივალის პროგრამაში შემავალი ასპარეზობები უნდა გაიმართოს; შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს, დედაქალაქის მერ გიგი უგულავას; დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს საორგანიზაციო
სამუშაოები, ხომ არაა შეფერხებები და ხომ არ შესუსტდა მმართველი წრეების ყურადღება ამ ფესტივალისადმი; მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიური კედლის მოხატვაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მხატვრობა უკვე მეორედ ჩატარდა თბილისში - პირველი კედელი შარშან მოიხატა სულხან-საბას ქუჩაზე მდებარე სტადიონთან, ამჟამად კი საბურთალოს ქუჩაზე, ახალ გზაზე არსებული გვირაბის ფასადი შეარჩიეს და ერთიანად მოხატეს.

5 ივნისს სტუმარ-მასპინძელმა ოლიმპიურ კომიტეტში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, რომელიც შესავალი სიტყვით "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გეგენავამ გახსნა და შემდეგი განაცხადა:

"ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება გეგმით გაწერილ ვადებში მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ შევძლებთ, 2015 წლის ზაფხულში ღირსეულად ვუმასპინძლოთ ამ თამაშებს, რომლის მსგავსი მასშტაბური ღონისძიება ჯერ საქართველოში არ გამართულა".


სტუმართაგან შთაბეჭდილებები ლიბამ გაგვიზიარა:

"ახლანდელი ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი იყო, შევხვდით ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს - ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს, დედაქალაქის ხელმძღვანელობას.

აღფრთოვანებულნ
ი ვართ ოლიმპიური სოფლის მშენებლობის მიმდინარეობით, სადაც შარშან მხოლოდ საძირკველი იყო ჩაყრილი, ამ ერთ წელიწადში კი რამდენი რამე გაკეთებულა. ძალიან კმაყოფილები ვართ მიმდინარე პროცესებით".

ამ სტუმრობის შესახებ "თბილისი-2015"-ის პროექტის კოორდინატორ გიორგი ხაჩიძესაც გავესაუბრეთ:

"პრინციპული ხასიათის შენიშვნები არ გამოუთქვამთ არც ერთ საკითხზე, რეკომენდაციები კი მოგვცეს, რომ დრო არ დავკარგოთ არც ერთი წუთი. ვადებში კი ვეტევით და მშენებლობა-რეკონსტრუქცია გეგმის მიხედვით კი მიდის, მაგრამ ფესტივალამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და დაყოვნება უკვე აღარ შეიძლება.

რისი დაწყებაც ახლა შეიძლება, არ დავიწყოთ 3 თვის შემდეგ. საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, ინფრასტრუქტურა და სოფლის მშენებლობა წინსწრებითაც კი მიდის, სპორტული ობიექტების რეკონსტრუქცია კი გეგმის მიხედვით ხორციელდება. თუმცა უკვე დაგვიანება არ შეიძლება.

აქამდე გვქონდა საშუალება, 2-3-თვიანი პერიოდი დაგვეტოვებინა თადარიგში, ახლა კი ამის ფუფუნება აღარაა.

უტრეხტიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ანალოგიურ ფესტივალში ვიასპარეზებთ, დაახლოებით სექტემბრის ბოლოს კიდევ ერთხელ დაწვრილებით გავივლით ყველა საორგანიზაციო საკითხს. მაშინ კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება, ნოემბერში რომში გენერალურ ასამბლეაზე როგორი პრეზენტაციით წარვს
დგეთ. იქ უკვე ოფიციალურად გადმოვიბარებთ ახალი თამაშების მასპინძლობას.

ობიექტური მიზეზებით, რაღაცების დაწყება გადაგვედო, მაგრამ ბაზების რეკონსტრუქცია მაინც დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული