ოლიმპიური დისციპლინის სტატუსის მისაღებად პრეტენზიას აცხადებდნენ: "სამი სამზე" კალათბურთი, სამი დისციპლინა ველოსპორტში (რბოლა ქულებით ტრეკზე, BMX-ის ფრისტაილი და მაუნტინბაიკში რბოლა გამოვარდნაზე), შერეული ესტაფეტა ტრიატლონში და შერეული გუნდური შეჯიბრი ძიუდოში. ვარაუდობენ, რომ მომავალში განიხლება ამ სახეობების შეტანა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც მადრიდში, ტოკიოში ან სტამბოლში გაიმართება.
კალათბურთის საერთაშორისო
"ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რომ "სამი სამზე" კალათბურთი არ იქნება განხილული, როგორც ოლიმპიური სახეობა. დარწმუნებული ვართ, რომ "სტრიტბოლი" მეტად დინამიური და სახაობრივი სახეობაა, რომელიც წარმოადგენს სპორტისა და ქალაქური კულტურის უნიკალურ ნაზავს და კარგად მოერგება ოლიმპიურ ოჯახს. გარდა ამისა, ის აკმაყოფილებს ზაფხულის თამაშების გაახალგაზრდავებისა და მოდერნიზაციის მოთხოვნებს, - წერია ფედერაციის განცხადებაში.
- ჩვენი ფედერაცია კვლავ შეიტანს ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადს "სამი სამზე" კალათბურთისთვის ოლიმპიური სტატუსის მინიჭების მიზნით. ასევე სინანულს გამოთქვამთ იმის გამო, რომ არ დააკმაყოფილეს ჩვენი თხოვნა მამაკაცთა საკალათბურთო ტურნირის 16 გუნდამდე გაზრდის თაობაზე".
ასე რომ, 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროში გათამაშდება მედლების 306 კომპლექტი, რაც ოთხით მეტია ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე. ეს ზრდა გამოიწვია იმან, რომ პროგრამაში დაემატა გოლფი და შვიდკაცა რაგბი, რომლებშიც ორ-ორი კომპლექტი გათამაშდება - მამაკაცებსა და ქალებს შორის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"