26-27 ნოემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართება, რომელსაც ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. შეგახსენებთ, რომ თბილისი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის იბრძვის და მისი კონკურენტი ჩეხეთის ქალაქი ბრნოა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტები სწორედ ბელგრადის ასამბლეაზე ფარული კენჭისყრით მიიღებენ გადაწყვეტილებას ვის ერგება ეს პატივი - თბილისს თუ ბრნოს.
12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით ჩვენს დედაქალაქს წარსულში უდიდესი სპორტსმენი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი და ყოფილი იუგოსლავიის ნაკრების მთავარი ფიგურა, წლების მანძილზე NBნბაA-ს სხვადასხვა
კლუბების წამყვანი მოთამაშე, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზის წევრი ვლადე დივაცი ეწვევა. ამჟამად ვლადე დივაცი სერბეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია და ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მისი ვიზიტიც ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია.
სერბი სტუმარი თბილისში 24 საათს დაჰყოფს და სხვადასხვა სპორტულ ობიექტებს დაათვალიერებს. მისი შეხვედრები სახელმწიფოს მაღალი ეშელონებშიც იგეგმება.