არა სოჭის ოლიმპიადას

AutoSharing Option
პოპულარული ბრიტანელი მსახიობი და მწერალი სტივენ ფრაი ყველას მოუწოდებს სოჭში ოლიმპიური თამაშების ბოიკოტისკენ.

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ფრაი თანამედროვე რუსეთში სექსუალურ უმცირესობათა ჩაგვრას 1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადის დროს ჰიტლერის გერმანიის მიერ ებრაელთა დევნას ადარებს.

"მე გეი ვარ. და ებრაელი. დედაჩემმა ჰიტლერის ანტისემიტიზმით მიზეზით თორმეტამდე ნათესავი დაკარგა. რუსული პოლიცია ყურადღებას არ აქცევს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა ცემას, მკვლელობასა და დამცირებას. მე ისევ ვტირი, რადგან ვხედავ როგორ მეორდება ისტორია"
, - აღნიშნა ფრაიმ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

"არასაკმარისია იმის თქმა, რომ გეი-ოლიმპიელები უსაფრთხოდ ვერ
იგრძნობენ თავს შეჯიბრებების დროს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მტკიცედ და ხისტად უნდა გამოვიდეს იმ ბარბაროსული და ფაშისტური კანონის წინააღმდეგ, რომელიც პუტინს დუმაში გააქვს.

მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ ოლიმპიადა არა მხოლოდ სპორტული, არამედ კულტურული ღონისძიებაცაა. სოჭში თამაშების აბსოლუტური აკრძალვა აუცილებელია. ჩაატარეთ ოლიმპიადა იუტაში, ლილეჰამერში ან ნებისმიერ სხვა ადგილას. პუტინმა არ უნდა მიიღოს ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერა და აღიარება"
, - აგრძელებს ბრიტანელი მსახიობი.

ამასწინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეეთერში დაგმო რუსეთში მიღებულ კანონი, რომელიც ზღუდავს სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველების შესაძლებლობებს. ორი დღის წინ კი ნიუ იორკის დაახლოებით ორასამდე რესტორნის მფლობელმა გამოხატა ამასთან დაკავშირებით პროტესტი, როცა უარი თქვა რუსული არყის რეალიზაციაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მალადეც პუტინ, იმ კანონის მიღების გამო, მიუხედავად ყველაფრისა, მადლობელი ვარ. საქართველომაც მიგბაძოს უნდა, რათა ბავშვები გადავარჩინოთ. რაც შეეხება ჰიტლერთან შედარებას, ჰიტლერს ბიბლიაც არაფრად მიაჩნდა, ისევე როგორც დასავლელ პოლიტიკოსებს დღეს.
dalesi
12:46 10-08-2013
0
ვაა, ისეთ რაღაცეებს დებენ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე... მაგრამ მაინც იმ ვირიშვილი პუტინის მომხრეობა მირჩევნია გეების მომხრეობას
მერაბი
00:26 08-08-2013
0

სიახლეები პოპულარული