
The Late Show-ს ეთერში სტივენ კოლბერგთან ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გულგრილი არ არის აზარტული თამაშების მიმართ:
"ყოველი სუპერბოულის შემდეგ, გამარჯვებულ გუნდს ვურეკავ და ვულოცავ მას. ხანდახან, დამარცხებულებთანაც ვრეკავ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათზე ფული მქონდა დადებული", - თქვა ობამამ.
როცა კოლბერმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ აშშ-ის თითქმის ყველა შტატში სპორტზე ფსონების ჩასვლა აკრძალულია, ობამამ უპასუხა: "მე პრეზიდენტი ვარ და საკუთარ თავს შევიწყალებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"