არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ფრაი თანამედროვე რუსეთში სექსუალურ უმცირესობათა ჩაგვრას 1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადის დროს ჰიტლერის გერმანიის მიერ ებრაელთა დევნას ადარებს.
"მე გეი ვარ. და ებრაელი. დედაჩემმა ჰიტლერის ანტისემიტიზმით მიზეზით თორმეტამდე ნათესავი დაკარგა. რუსული პოლიცია ყურადღებას არ აქცევს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა ცემას, მკვლელობასა და დამცირებას. მე ისევ ვტირი, რადგან ვხედავ როგორ მეორდება ისტორია", - აღნიშნა ფრაიმ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
"არასაკმარისია იმის თქმა, რომ გეი-ოლიმპიელები უსაფრთხოდ ვერ
მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ ოლიმპიადა არა მხოლოდ სპორტული, არამედ კულტურული ღონისძიებაცაა. სოჭში თამაშების აბსოლუტური აკრძალვა აუცილებელია. ჩაატარეთ ოლიმპიადა იუტაში, ლილეჰამერში ან ნებისმიერ სხვა ადგილას. პუტინმა არ უნდა მიიღოს ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერა და აღიარება", - აგრძელებს ბრიტანელი მსახიობი.
ამასწინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეეთერში დაგმო რუსეთში მიღებულ კანონი, რომელიც ზღუდავს სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველების შესაძლებლობებს. ორი დღის წინ კი ნიუ იორკის დაახლოებით ორასამდე რესტორნის მფლობელმა გამოხატა ამასთან დაკავშირებით პროტესტი, როცა უარი თქვა რუსული არყის რეალიზაციაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"