კერძოდ, კანონში მოყვანილია 20 პუნქტი. სოჭის ოლიმპიადის დროს შეიქმნება სპეციალური საკონტროლო ზონები.
ფიზიკურ პირებსა და სატრანსპორტო საშუალებებს მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩხრეკის შემდეგ ექნებათ ამ ზონაში შესვლის უფლება.
გარდა ამისა, 2014 წლის 7 იანვრიდან 21 მარტამდე (იგულისხმება პერიოდი, როცა სოჭში პარალიმპიური თამაშებიც ჩატარდება), ქალაქ-კურორტ სოჭში აკრძალული იქნება ავტომობილებით შესვლა და მოძრაობა.
გამონაკლისია: 1. სარკინიგზო ტრანსპორტი; 2. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც რეგისტრირებულია სოჭის მუნიციპალიტეტში;
ასევე შეზღუდული იქნება მოძრაობა სოჭის მიმართულებით საქართველოს მხრიდან.
ამავდროულად, ეს ბრძანება კრძალავს თავყრილობების, მიტინგების, დემონსტრაციებისა და მსვლელობების ჩატარებას და პიკეტირების მოწყობას, რომელიც არ ეხება ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს. აქაც აკრძალვის პერიოდია 7 იანვრიდან 21 მარტამდე.
პუტინის ბრძანება ასევე კრძალავს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დღეებში სოჭის ტერიტორიაზე იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მომწამლავი პრეპარატების რეალიზაციას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"