"კატალონიის მთავრობა ერთმნიშვნელოვნად მხარს დაუჭერს ამ განაცხადს, თუ ის ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ უკვე გაგვაჩნია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. ბარსელონას აქვს დიდი ტურნირების ჩატარების გამოცდილება, მაგალითად, ამ ზაფხულს ვუმასპინძლეთ სპორტის საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატს. დავამტკიცეთ, რომ მსგავსი
გასაუმჯობესებელია მხოლოდ სატრანსპორტო მიმოსვლა ბარსელონასა და პუიგსერდს შორის, მაგრამ ამ საკითხის გადაჭრა სწრაფად არის შესაძლებელი", - განაცხადა კატალონიის ტერიტორიული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სანტი ვილამ.
ბარსელონას მერს ხავიერ ტრიასს მიაჩნია, რომ მისი ქალაქის შანსები მას შემდეგ გაიზარდა, რაც მადრიდმა წააგო 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლა ტოკიოსთან. ამასთან, ოლიმპიადის ორგანიზება ბარსელონას ტერიტორიაზე და ახლომდებარე პირენეებზე დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე შეიძლება.
მერმა აღნიშნა, რომ ბარსელონას მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ განმეორდება ოლიმპიური ზღაპარი, რომელსაც 1992 წელს ჰქონდა ადგილი. ქალაქი სრულად არის მზად, წარსული გამოცდილება საუკეთესო დახმარება იქნება საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად.
2022 წლის ოლიმპიადის ორგანიზების მეორე კანდიდატი ქვეყანაა უკრაინა, რომელიც უკვე ნოემბერში აპირებს განაცხადის წარმოდგენას. თამაშების ჩატარება იგეგმება ლვოვში, ტისოვცესა და ბორჟავაში.
ასევე, ამ ოლიმპიადის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს ყაზახეთის დედაქალაქი ალმატი, შვეიცარიის ჟენევა და ბერნი, ამერიკის დენვერი, კანადის კვებეკი, აგრეთვე - ფინეთის ჰელსინკი, კუოპიო და ტაჰკოვუორი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 14 ნოემბერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"