ოლიმპიზმი: შოტლანდიას ცალკე უნდა

AutoSharing Option
შოტლანდიის სპორტის მინისტრმა შონ რობინსონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2014 წელს გასამართი რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში, შოტლანდია, შესაძლოა, ცალკე ქვეყნად წარსდგეს 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე.

რობინსონის სიტყვებით, შოტლანდია შეიძლება შეესაბამებოდეს ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის საჭირო კრიტერიუმებს. კერძოდ, ახალ სახელმწიფოს ექნება განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურა; გარდა ამისა, შოტლანდიის მინიმუმ ხუთი სპორტული ფედერაცია შედის საერთაშორისო ფედერაციების შემადგენლობაში.

დღეისთვის შოტლანდიელი სპორტსმენები ბრიტანეთის სახელით გამოდიან. ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ და ველომრბოლელმა კრის ჰოიმ 2012 წლის ლონდონის თამაშებზე ბრიტანეთისთვის მედლების 18 პროცენტი მოიგეს.

შოტლანდია ბრიტანეთის ნაწილია
1707 წლიდან. გაერთიანებული სადედოფლოსგან დამოუკიდებლობის მიღების საკითხთან დაკავშირებული რეფერენდუმი 2014 წლის სექტემბერში გაიმართება.

გამოკითხვების შედეგად, შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა სადედოფლოს ამ ნაწილის ბრიტანეთის შემადგენლობაში შენარჩუნებით გამოდის, მაგრამ მათი უპირატესობა დამოუკიდებლობის მსურველებზე უმნიშვნელოა.

ამასთან, ბრიტანეთის სამი უმსხვილესი პარტია შოტლანდიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული