100 წლის ოლიმპიური ჩემპიონი

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ სან ფრანცისკოში იზეიმეს ყველაზე ხანდაზმული ოლიმპიური ჩემპიონის იუბილე. უნგრელ წყალბურთელს შანდორ ტარიჩს 100 წელს შეუსრულდა.

მან ოლიმპიური ოქრო 1936 წელს, ბერლინის თამაშებზე მოიპოვა. ამჟამად ტარიჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და სწორედ იქ მიიღო საჩუქრები.

კერძოდ, უნგრელს აჩუქეს ავტომობილი, სპეციალური ნომრით - Gold36, ეროვნული უნგრული ხალათი წყალბურთელის გვარით, მაისურა - ციფრით 100, 1936 წლის ოლიმპიადის უნიკალური ფოტო და კოლექციური ტოკაის ერთი ბოთლი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული