იაღლიში: "სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მზად არ არის"

AutoSharing Option
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპორტის კომიტეტის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მზად არ არის

ე.წ. სამხრეთ ოსეთი აბსურდულს უწოდებს რუსეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომ საქართველო არ დაუშვებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას.

ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

როგორც "ეხო კავკაზას" ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის კომიტეტის წევრმა დიმიტრი ვანეევმა განუცხადა, სამხრეთ ოსეთი ამ ეტაპზე მზად არ არის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთში ჯერ არც ნაციონალური
ოლიმპიური კომიტეტი შექმნილა.

"საქართველო ის სუბიექტი არ არის, რომელსაც შეუძლია ოლიმპიადაზე მონაწილეობა აგვიკრძალოს ან ამის ნება დაგვრთოს. ამისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არსებობს", - განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძიუდოს ნაკრების მწვრთნელმა, ბორის გუდიევმა
"ინტერპრესნიუსი"

რედაქციისაგან: ინფორმაცია, რომელსაც ეს-ესაა გაეცნო ჩვენი მკითხველი, იმის მკაფიო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება უცოდინარობამ სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდოს ადამიანი.

სამხრეთ ოსეთი ამ ეტაპზე მზად არ არის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვისო - ისე აცხადებენ, თითქოს მხოლოდ მოუმზადებლობა იყოს მიზეზი და მეტი არაფერი.

მწვრთნელის განცხადებაზე ხომ კომენტარი საერთოდ, უხერხულია. ოპონენტებს ვურჩევთ, ერთხელ მაინც გულდასმით წაიკითხონ "ოლიმპიური ქარტია", რომ თავი დაიზღვიონ მსგავსი იაღლიშებისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული