შეგახსენებთ, რომ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის რეგისტრაციის ფორმაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად არის შეყვანილი. რეგისტრაციის ბაზაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სუბიექტებად რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიყვანა. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფს სპეციალური წერილით მიმართა.
* * *
2013 წლის 28 სექტემბერი
ბატონო პრეზიდენტო,
ეს წერილი განმარტავს "აფხაზეთსა" და "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით წამოჭრილ ბოლოდროინდელ საკითხს.
წინამდებარე დოკუმენტის საშუალებით გვსურს განვმარტოთ
დღეისათვის სოკ-ი აღიარებს 204 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს (ეოკ-ს), რომელთაგან ერთ-ერთს შეუჩერდა აღიარება და ოლიმპიური ქარტიის თანახმად, "ოლიმპიურ კომიტეტებს ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნიათ, წარმოადგინონ თავიანთი შესაბამისი ქვეყნები ოლიმპიურ თამაშებსა თუ რეგიონალურ, კონტინენტალურ ან მსოფლიო შეჯიბრებებზე სოკ-ის ეგიდით ორგანიზებულ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში".
ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად, სოკ-ის ქარტიის თანახმად, სპორტსმენი წარდგენილი უნდა იყოს მისი შესაბამისი ეოკ-ის მიერ.
ოლიმპიური ქარტიის მიხედვით, სოკ-ი არ აღიარებს არც "აფხაზეთს" და არც "სამხრეთ ოსეთს".
სოკ-ი აღიარებს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომლის იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელს= ტერიტორიაზე, როგორც ეს აღიარებულია გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ.
სოკ-ის პროტოკოლი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ტერიტორიების შემადგენლობა, სოკ-ის აღიარების მიხედვით, მკაცრად უნდა იყოს დაცული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების მიერ, ყველა მათ მიერ განხორციელებულ თამაშებთან დაკავშირებულ ოპერაციებში, მათ შორის და არა მარტო, სააკრედიტაციო სისტემის გათვალისწინებით.
ვიმედოვნებთ, ზემოაღნიშნული განმარტავს სოკ-ის პოზიციას და თქვენი ეოკ-ის ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
პერე მირო
ეოკ-ებთან ურთიერთობის დირექტორი
წყარო: geonoc.org.ge
ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადის რეგისტრაციის ფორმაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად არის შეყვანილი