ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია "რასია" იუწყება. როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, ნიჩაევი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა.
სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის მართავდა, ჩამოაგდეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვიმთფრინავის დაშვება შეძლო.
როგორც ივან ნიჩაევი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ყველაფერს ღირსეულად გაართმევს თავს, თუმცა გარკვეული მღელვარებაც აქვს.
"ეს არის დიდი ისტორიული მომენტი ჩემი და ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში", - განაცხადა ნიჩაევმა.
წყარო: interpressnews.ge