ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და სოციალურ ქსელებში დიდი აგრესია გაჩნდა იმ სპორტსმენების მიმართ, ვინც სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას აპირებს...
"მახსოვს, მოსკოვში ვიყავი 1980 წელს, როდესაც მოსკოვის ოლიმპიადას ძალიან ბევრმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა და არ ჩამოვიდნენ. ამით რა შედეგი მიიღეს?! რუსებისთვის ეს იგივეა, კოღომ რომ უკბინოს. ჩვენი არწასვლაც მათთვის კოღოს კბენა იქნება"... - ამბობს ცნობილი ფეხბურთელი და ლეგენდარული შვიდი ნომერი - მანუჩარ მაჩაიძე...
"ნეჩაევზე ლაპარაკი
თუ იტყვი, რომ უნდა წავიდეთო, შეიძლება რუსოფილად ჩაგთვალონ; იტყვი, არ უნდა წავიდეთო და ურაპატრიოტიაო და ასე შემდეგ...
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ძირძველი ტერიტორიები რომ ისევ საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს, მაგრამ არ მგონია, სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანასთან დაპირისპირება გამართლებული იყოს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა, მათ ერთი რამ მკაფიოდ უნდა იცოდნენ - სოჭი უძველესი ქართული მიწაა! ამას ადასტურებენ როგორც ქართველი ისტორიკოსები, ასევე უცხოელები.
საქართველოს უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი იქ იყო, სადაც ისტორიულად კავკასიის ქედი მიდის და უერთდება ზღვას. შემდეგ რუსებმა სხვადასხვა მცოცავი ანექსიით იარეს, იარეს და ყველაფერი წაგვართვეს.
ახლა საზღვარი მდინარე ყუბანთან უნდა იყოს და უკვე ენგურთან არის. ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ და უნდა გვახსოვდეს. დღეს კი არავინ არ ახსენებს".
იხილეთ სრულად
მანანა გაბრიჭიძე
(სპეციალურად საიტისთვის kvirispalitra.ge)