საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგი წერილი სეოკ-ს

AutoSharing Option
თემა: "აფხაზეთი" და "სამხრეთ ოსეთი" - დამატებითი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბატონ ლერი ხაბელოვს.

ბატონო პრეზიდენტო!
წინამდებარე წერილი წარმოადგენს დამატებით განმარტებას ჩვენ მიერ 2013 წლის 28 სექტემბერს გამოგზავნილ კორესპონდენციაზე და გვსურს მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის შესახებ.

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად მიმართა სოჭის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს იმისათვის, რომ მოესმინა და გაერკვია არსებული ვითარება და მიეღო გარანტია, რომ სოკ-ის პროტოკოლი სრულად იქნება დაცული.

სოკ-ი პასუხისმგებლობას კისრულობს, რომ მისი პოზიცია და დადგენილი წესები მკაცრად იქნება დაცული ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად და ნებისმიერი პრაქტიკული თუ ოპერაციული საკითხი სათანადოდ მოგვარდება სოჭის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს ინფორმირებას მომავალში განვითარებულ მოვლენებზე და მადლობას მოგახსენებთ გაგებისა და თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,
პერე მირო
სოკ-ის ეოკ-ებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი

წყარო: www.geonoc.org.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული