სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის ესტაფეტის მორიგ ეტაპზე მორიგი გაუგებრობა მოხდა. ქალაქ კოსტრომაში 13 წლის გოგონას ჩირაღდანი ხელში აუფეთქდა. მან ხელის დამწვრობა მიიღო, მაგრამ ტკივილის მიუხედავად, თავისი ეტაპი ბოლომდე გაირბინა.
ამის შემდეგ გოგონას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმების თქმით, ჭრილობა ღრმა არ იყო და ესტაფეტის მონაწილე მალე გამოჯანმრთელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"